გიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაღარიბდა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, ხელისუფლების მიერ შემოღებული სხვადასხვა რეგულაციები ეკონომიკას და ხალხს აღარიბებს.

ამის შესახებ კანდელაკმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა.

მაგალითად დეპუტატმა ავტომობილებთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციები დაასახელა.

„კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მადა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაღარიბდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია თქვენი მინისტრობის პერიოდში შემოღებული საზიანო რეგულაციები, რომლებმაც ზიანი მიაყენა ეკონომიკას და ხალხი გააღარიბა. მაგალითად ავიღოთ მანქანების ბიზნესი. ეს სფერო, რომლის ბრუნვა იყო 700 მილიონი დოლარი ჩამოვიდა 160 მილონზე და 5 ათასმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა. ეხლაც შემოტანილი გაქვთ სახიფათო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 9 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანები ორჯერ გაძვირდება ეს გაჭირვებულ ფენას დაარტყამს. მაინტერესებს, ეკონომიკის მინისტრის რანგისგან განსხვავებით, პრემიერის რანგი საკმარისი იქნება თქვენთვის, რომ საზიანო ინიციატივებზე ხელი არ მოწეროთ?”,- განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: ნინო გვენეტაძე უნდა წავიდეს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ