გიორგი კანდელაკი : ევროკავშირის მიერ სიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მხრიდან ყველა რეგულარული ფრენის ერთი თვით გაუქმება გაუგებარია

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მხრიდან ყველა რეგულარული ფრენის ერთი თვით გაუქმება გაუგებარია.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან.

„გუშინ „ევრონიუსმა“ და „როიტერმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული ეგზემპლარი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. ამ ფონზე, სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით, ჩვენი აზრით, არის, სულ მცირე გაუგებარი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ფრენების გახსნას. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას, ბევრი ადამიანის შემოსვლის გარეშე დატოვებას. ამასთან, ფრენების გაუქმება ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ბალტიის ქვეყნებს, მაგალითად, პოლონეთს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის, სულ მცირე, გაუგებარი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ ვიდრე ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიგორში “ნაციონალურიმოძრაობის” ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ოთხ თვეში ბოლო მოეღება ამ მოვლენებს და დამთავრდება 8-წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი