გიორგი კანდელაკი : ეს არის ჩვეულებრივი, სასოწარკვეთილი, გაკოტრებული ხელისუფლების იაფფასიანი პიარსვლა

„ეს არის ჩვეულებრივი, სასოწარკვეთილი, გაკოტრებული ხელისუფლების იაფფასიანი პიარ სვლა,“ – ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კანდელაკი, მორიგი აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება ემსახურება საზოგადოების ყურადღების გატანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც შეშინებულია არჩევნებში მარცხით, იმით, რომ მან დაკარგა ხალხის ნდობის მანდატი, ახლა მთავარია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საუბარი იყოს ამ ბოდვაზე. არ იყოს საუბარი გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ეს არის ჩვეულებრივი, სასოწარკვეთილი, გაკოტრებული ხელისუფლების იაფფასიანი პიარსვლა, რომ უბრალოდ ეს დღეები არ იყოს საუბარი შეუსრულებელ დაპირებებზე,“ – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკი ქართული ოცნების ლიდერებს მიმართავს.
„8 ოქტომბერს ცხოვრება არ დამთავრდება. მე მესმის მათი ნერვიული მდგომარეობის, რომ ისინი ხედავენ ყოველდღე, რომ ისინი აგებენ არჩევნებს, მაგრამ 8 ოქტომბერს, ბატონებო, ცხოვრება არ დამთავრდება, არც ქვეყანა არ დაიქცევა. უბრალოდ ქართული ოცნება, იმედი მაქვს, აღიარებს გარდაუვალ მარცხს არჩევნებში და გადაინაცვლებს ოპოზიციაში,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სუს-ში არ გამოცხადდნენ
შემდეგი სტატიარესპუბლიკელები ყველაზე მნიშვნელოვნად დღეს გავრცელებული ჩანაწერის კანონიერებისა და ავთენტურობის დადგენას მიიჩნევენ