გიორგი კანდელაკი : “დღეს ზუგდიდში პოლიცია აგრესიულად ხელს უშლის ჩვენი პარტიის წევრებს აქციის ჩატარებაში”

დღეს ზუგდიდშინაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აქციაა დაგეგმილი, რომელიც პარტიის წევრების განმრტებით, ჩაშლის პირასაა. ამის შესახებ პარტიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„ეტყობა გუშინ ბათუმში გამართული მრავალათასიანი აქციით შეშინებულია ივანიშვილის მავნებლური ხელისუფლება, რომ დღეს ზუგდიდში პოლიცია, სამართალდამცავი სტრუქტურები აგრესიულად ხელს უშლიან ჩვენი პარტიის წევრებს აქციის ჩატარებაში, აჯარიმებენ მანქანებს,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ნაციონალური მოძრაობა ხელის შეშლის მიუხედავად, ზუგდიდში აქციის ჩატარებას მაინც გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავამ განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია გამართა
შემდეგი სტატიაივანიშვილი აფხაზებს სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის აშენებას სთავაზობს