გიორგი კანდელაკი : ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია

ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ რეგულაციების გამოყენებაში ნეპოტიზმის ნიშნებია -ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

“13 ივლისი 2020წ. გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ბავშვთა გასართობი ცენტრების და გასართობი კომპანიების მიმართ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გატარების დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც შეიცავს კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში მხოლოდ თბილისში 100-მდე კომპანია საქმიანობს, საქართველოს მასშტაბით კი 200-მდე სადაც საშუალოდ 20 ადამიანია მუდმივად დასაქმებული. თბილისის მასშტაბით საუბარია 3,000 ადამიანის შემოსავლის გარეშე დარჩენაზე ხოლო ქვეყნის მასშტაბით 10,000-ადამიანამდე.

ამაშინ როცა ყველა ასეთი კომპანიებისთვის აირკძალა ღონისძიებების გამართვა როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში, აკრძალვების მიუხედავად თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, თბილისის მერ კახა კალაძის მეგობრის გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილ კომპანია „ნევერლენდმა“ გლდანის პარკში არაერთხელ (მაგალითად,ბოლოს, 8 ივლისს) გამართა მასშტაბური გასართობი ღონისძიებები რომელშიც მონაწილეობდა ასეულობით პირი. უდავოა რომ მაშინ როცა სხვა კომპანიები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს და მათ მიერ დასაქმებული ათასობით ადამიანი – მსახიობები, მომღერლები, ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ა.შ. მოთმინებით ელიან შეზღუდვების შერბილებასა და დაკარგული სამუშაოს აღდგენის შანსს, თბილისის მერთან პირადი კავშირი საკმარისია მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეზღუდვების მოსახსნელად იმ მომენტში არსებული რეგულაციების დარღვევით. კორუფცია და ნეპოტიზმი სხვა არაფერია,“- განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, ასევე უნდა აღინიშნოს მოქმედი რეგულაციების აბსურდულობა – მაგალითად, დაშვებულია ბავშვთა ბანაკები, მაგრამ თუკი ასეთ ბანაკში გაიმართება ერთსაათიანი გასართობი ღონისძიება ანიმატორის მონაწილეობით – ეს დაუშვებელია. რეგულაციათა არარაციონალურობის სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

„მოვუწოდებთ მთავრობას პასუხი გასცენ აღნიშნულ კომპანიებს და გასცენ რაციონალური პასუხი თუ როდიდან იქნება შესაძლებელი საქმიანობის სრულფასოვანი განახლება. გარდა იმ ათასობით ადამიანისა (რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა) რომლებიც ელიან სამსახურის აღდგენის შანსს მაინც – ყველა ამ კომპანიას აწვება სხვადასხვა ვალდებულება, რომელტაც არავინ უმსუბუქებს და ამ კომპანოების ნაწილს უკვე დაედო ინკასო,“- აღნიშნა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე : შაქარაშვილის საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია
შემდეგი სტატიადღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციები, ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანი