გიორგი კანდელაკი: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი – ამერკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით.

„ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. რადგან შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტს და დამოიუკიდებლობას. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი საქართველოში. ბევრი პრობლემები დაგროვდა, მათ შორის ამერიკელი ინვესტიორებისთვის ქსაკუთრების ჩამორთმევა და ჩვენ ევროპულ საქართველოს დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა წინა შანსებივით არ გაუშვებს ხელიდან იმისათვის, რომ მოხედეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა დაბრუნების საკითხის აქტუალიზაცია. იმისათვის, რომ შემდეგ როცა ვიცე-პრეზიდენტი ან სხვა მსოფლიო ლიდერები შეხვდებიან რუსეთის ლიდერებს ამ შეხვედრებზე უმაღლეს დონეზე დადგეს მათი მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა დაბრუნების საკითხები.“

banner
წინა სტატიაშიპარასკევს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს
შემდეგი სტატიასააკაშვილს უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე