გიორგი კანდელაკი : ​მარეგულირებლებთან დაკავშირებული ხელისუფლების ინიციატივა მაუწყებლებს რომც არ ეხებოდეს, მაინც პრობლემურია

admin
ავტ.: admin ივლისი 7, 2020 12:19

გიორგი კანდელაკი : ​მარეგულირებლებთან დაკავშირებული ხელისუფლების ინიციატივა მაუწყებლებს რომც არ ეხებოდეს, მაინც პრობლემურია

მარეგულირებლებთან დაკავშირებული ხელისუფლების ინიციატივა მაუწყებლებს რომც არ ეხებოდეს, მაინც პრობლემურია, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი.

„ქართული ოცნების“ ინიციატივა არის საგანგაშო. ინიციატივით, მარეგულირებელს შესაძლებლობა ეძლევა, როდესაც კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელიც ფლობს წილს მოცემულ კომპანიაში, გაყიდის თავის წილს, მოატრიალოს ტრანზაქცია. მაგალითისთვის, რომ ფლობდეს „სიენენი“ „ტვ პირველში“ წილს და გადაწყვიტოს, ეს წილი მიყიდის „ფოქსნიუსს“, საქართველოს მარეგულირებელს შეუძლია, ასეთ ტრანზაქციაზე, რომელზე გავლენასაც სიტყვაზე „ტვ პირველი“ ვერ მოახდენს, დააკისროს „ტვ პირველს“ ვალდებულება, რომ ეს ტრანზაქცია უკან შეატრიალოს. თუკი ასე ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ შვილობილი კომპანია ამაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, შეიყვანოს ორგანიზაციაში საკუთარი მმართველი ისე რომ, ამ საკითხზე არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ამაში მდგომარეობს მთელი ეს ხიფათი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს და სხვა მავნე რეგულაციები აუცილებლად იქნება გაუქმებული. ეს ინიციატივა საქართველოს პარტნიორებს აჩვენებს „ქართული ოცნების“ მისწრაფებებს, რომ მისი მისწრაფება და დემოკრატიული განვითარება არის სხვადასხვა რამ.

ჩვენი ტელევიზიებისა და სპეციალისტების ინტერპრეტაციით, მათ შორის მაუწყებლებზეც არსებობს ამ ნორმის გამოყენების ხიფათი. რომც არ არსებობდეს, ცალკე აღებული ეს ნორმაც რომ არ ეხებოდეს მაუწყებლებს და ჩვენი ინტერპრეტაციით ეხება, მაინც პრობლემურია. ვიცით, რომ პრობლემური პროცესი მიმდინარეობს მაგალითად, „კავკასუს ონლაინში“.

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ მონსტრს და გველეშაპს, მარეგულირებელ კომისიას შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თავისუფალი ბაზრის ტრანზაქციებში ჩაერიოს და შემდეგ აახიოს კომპანიები მათ კანონიერ მფლობელებს, ეს გზა თუ აირჩიეს, კი, ბატონო, ამ კანონსაც გავაუქმებთ“, – აცხადებს კანდელაკი.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.

admin
ავტ.: admin ივლისი 7, 2020 12:19