
როგორც კალანდია წერს, ორივე სიწმინდე დღეს დაკარგულად ითვლება, ხოლო მათი უნიკალური ფოტოები საზღვარგარეთის ერთ-ერთ არქივშია დაცული. მისივე ინფორმაციით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა ფოტოების ციფრული ასლები მიეღო. ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი მუშაობის პროცესი, რომლის შედეგადაც შავ-თეთრი ფოტოების მიხედვით სიწმინდეების ფერადი რეკონსტრუქციის შექმნა გახდა შესაძლებელი.
„მართლაც საოცრება გამოვიდა“, – აღნიშნავს კალანდია.
მისი თქმით, განსაკუთრებული კავშირი აქვს ილორის წმინდა გიორგის ეკლესია-თან, რადგან სწორედ იქ მოინათლა. ამასთან, ისტორიკოსი ტაძრის შესახებ წიგნზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ მის დასრულებას მიმდინარე წელს შეძლებს.
კალანდია ყურადღებას ამახვილებს ილორის ჯვრის უნიკალურ მახასიათებლებზეც. მისი განმარტებით, ჯვრის ცენტრში ჯვარცმულის ნაცვლად ღვთისმშობელია გამოსახული, ხოლო უკანა მხარეს, სავარაუდოდ, მაცხოვრის გამოსახულება იყო განთავსებული.

ისტორიკოსის განცხადებით, მკითხველი მის მომავალ წიგნში ილორის ტაძარსა და მის საგანძურთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალს გაეცნობა.
„როგორც კი მუშაობას დავასრულებ, ამ და სხვა ფოტოების მაღალი ხარისხის ასლებს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია-ს და ჩვენს საყვარელ მეუფე გერასიმე-ს გადავცემ. დარწმუნებული ვარ, ისინი ახალ სიცოცხლეს იპოვიან. დაე, ამ სიწმინდეების მადლმა საქართველო გააერთიანოს“, – წერს გიორგი კალანდია.

















