გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი კიდევ ერთხელ შეიტანა

ცესკოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეიტანა. გიორგი კალანდარიშვილს საქმიანობის ვადა თვის ბოლოს ეწურება.

„მაქვს მაღალი მოლოდინი, ვინაიდან არ არსებობს კითხვის ნიშნები ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისშემშლელი შეიძლება იყოს. თუ მომეცემა შესაძლებლობა და წარმატებით გავივლი ამ პროცესს, მაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციის შემდგომი ტრანსფორმაცია და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

უფლებამოსილების ვადა ეწურება ცესკოს ორ წევრსაც – გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს.

“შევიტანე განაცხადი საკონკურსოდ. 6 თვის განმავლობაში ეს სფერო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თუ გეძლევა შესაძლებლობა, გაქვს სურვილი, უფრო მეტი გააკეთო. განვლილმა ექვსმა თვემ სულ სხვა კუთხით დამანახა ის პრობლემები, რომელიც არსებობს. ვხვდები ეს პრობლემები საიდან მოდის და როგორ უნდა გადაიჭრას“, – ამბობს გია ცაცაშვილი.

კონკურსის დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია – პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებს.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე: არც თუ კონსტრუქციულია პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება