გიორგი კახიანი: შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს და შემდგომ მის შეცვლაზეც ვიფიქროთ

შესაძლოა, პროპორციულმა სისტემამ თავის დროზეც ვერ გაამართლოს და შემდგომ მის შეცვლაზეც ვიფიქროთ, მაგრამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყანამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ამ ეტაპს რაღაცნაირად, თვალებში უნდა შევხედოთ და შევეცადოთ, რისკები, რომლებიც თეორიულად შეიძლება, იყოს, პოლიტიკურმა ჯგუფებმა რაღაცნაირად დავძლიოთ. ასეთ დროს ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ. რისკების დაძლევის მხოლოდ ეს საშუალება შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ნაწილი ასე არ ფიქრობს“, – განაცხადა კახიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება
შემდეგი სტატიაგიროგი კახიანი: 2020 წლის არჩევნების ჩაშლის რესურსს ვერ ვხედავ