გიორგი კახიანი: საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სავარაუდოდ, სამი-ოთხი ფრაქცია იქნება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებს შეხვდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო საორგანიზაციო საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგით, პარლამენტის პირველი სხდომის განსახილველი საკითხია. კერძოდ, ეს ეხება ფრაქციების, კომიტეტების დაკომპლექტებას, ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვას და ა.შ. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული დეტალები იყო განხილული“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში სავარაუდოდ, სამი-ოთხი ფრაქცია იქნება.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიანიკა მელია : თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი მომავალ არჩევნებზე ისევ ნარმანიას წარადგენს