გიორგი კახიანი: საკითხი დგას ასე – ახალ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავალთ, ან არავინ იცის როდის მოხდება ეს

მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმცირესობა არსებული პროტესტის მიუხედავად მხარს მაინც დაუჭერს უმრავლესობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს გაუქმდება. განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

„ოპოზიციის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ინიციატივა არის განწირული და მას პარლამენტი ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დაუჭერს. საკითხი დგას ასე – ან 2020 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ან არავინ იცის როდის მოხდება ეს. რას გააკეთებს უკვე მომდევნო მოწვევის პარლამენტი არავისთვის ცნობილი არ არის. ამიტომ ამ გადმოსახედიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ისინი მიიღებ პრაგმატულ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი უნდი ცდილობს სახის შენარჩუნებას, თუმცა ცვლილება მათი მტკიცებით ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის არის აუცილებელი.

„აქტუალურია ის რომ 2016 წელს ჩატარდეს არჩევნები რომელიც ჩაითვლება ლეგიტიმურად.“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

იურიდიული კომიტეტზე განხილულ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომავალ სასესიო კვირაში დეპუტატები პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი კამათი, ლუარსაბისა და დარეჯანის კამათს მაგონებს, ბოზბაშსა და ჩიხირთმაზე”
შემდეგი სტატია”შალვაზე ნაწყენი აღარ ვარ”- ინგა გრიგოლია შალვა რამიშვილის განცხადებას ეხმაურება