გიორგი კახიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება ფრაქციების გარდა, დეპუტატთა ჯგუფსაც ექნება

თუკი პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება ფრაქციებს აქვს, დაგეგმილი ცვლილებებით, ამის შესაძლებლობა პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება ექნება არამხოლოდ ფრაქციას ან დეპუტატთა 7-კაციან ჯგუფს, როგორც ეს მოქმედი რეგლამენტით არის დადგენილი, არამედ უბრალოდ, ჯგუფს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარლამენტში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელია და დღეს აქციაზე მისვლით იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია
შემდეგი სტატიავაშაძე – ცალკეული პირების პარლამენტში შესვლა საერთო ფონს ვერ შეცვლის