გიორგი კახიანი : ინციდენტები, რაც აქამდე მოხდა, ხელოვნურად იყო დადგმული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება იქნება. მისივე თქმით, თუ რაიმე დაპირისპირება და არეულობა ხდება, ეს რადიკალური ოპოზიციის მიერ არის დაგეგმილი.

“ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება იქნება, თუ საჭირო იქნება სამართალდამცველების ჩარევა, ჩაერევიან; ხოლო იქ, სადაც გამოძიების დაწყება იქნება საჭირო, გამოძიება დაიწყება. ჩვენმა ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები პროცესს ჩრდილი მიადგეს. ის ინციდენტები, რაც აქამდე მოხდა ხელოვნურად იყო დადგმული. ასევე, იმ სპექტაკლებს, რასაც დღის განმავლობაში ვიხილავთ, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებული. თუმცა ვიტყვი, რომ ნუ მოვახდენთ ყველაფრით ხელოვნურ პროვოცირებას,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები
შემდეგი სტატიაუბნებზე იმიტომ დავდივარ, რომ “ენმ”-ს პროვოკაცია დავაწყნარო – მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე