გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე – სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში

„სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი გიორგი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთი ღონისძიების სახით ისეც დატოვა პატიმრობა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და საბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო შემდგომ პერიოდში გამოჩნდება.

„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამრთლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთი ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაკოჯორში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა