19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

გიორგი კახიანი ევროკავშირის განცხადებებს უსამართლოს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან კანდიდატ ქვეყნებზე საუბრისას საქართველოს იგნორირება უსამართლო პოლიტიკის გაგრძელებაა.

მისივე თქმით, საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას. ამაზე მიუთითებს უამრავი კვლევა და საერთაშორისო რეიტინგები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ.

„საქართველოსთან მიმართებით მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საუბარი იყოს მხოლოდ შუა დერეფნის როლზე და იმავდროულად ევროკავშირის თემა გვერდზე გადავდოთ. მე ასე მგონია, რომ ერთმანეთთან გარკვეულ წილად კავშირშია, რადგან, როდესაც შუა დერეფნის რგოლში საქართველოს მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, აქ ბუნებრივია საუბარია საგარეო ურთიერთობებზეც და ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გარეშე მე რთულად წარმომიდგენია.

მე იმედი მაქვს და გარკვეულწილად ეს ტენდენციები ჩანს ბევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს ე.წ. გაბუტვის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, უნდა შეიცვალოს და საქართველოს მნიშვნელობაზე ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ. ეს იმ განცხადებებიდანაც ჩანს, რომელიც ქალბატონმა ურსულამ დღეს გააკეთა.

ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია ერთის მხრივ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მეორეს მხრივ შუა დერეფნის ნაწილში საქართველოს მნიშვნელობაზე საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი ოპოზიციას: გამბედაობა მოიკრიბეთ და რეალურ პროტესტზე გადადით
შემდეგი სტატიაპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს