გიორგი კახიანი : “ძალიან ბევრი საინტერესო რამ გველოდება პარლამენტში”

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ , საპარლამენტო თანამდებობებზე წარმოდგენილი კანდიდატურები არიან კომპეტენტურები და პროფესიონალები.

„ეს არის კომპეტენტური, პროფესიონალიზმის ნიშნით დაკომპლექტებული შემადგენლობა ყველა თავისი მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გველოდება პარლამენტში, დაწყებული იქიდან რომ ის რაც ჩვენ პროგრამაშია, რაც ჩვენ არჩევნებამდე საზოგადოებას წარვუდგინეთ ამ პროგრამას სჭირდება რეალიზება. ჩვენ გვინდა ეს ოთხი წელი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი ყველა სფეროში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ჯონ ნიკოლსონს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა განახლებული ფორმით აღდგება