8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

გიორგი კახიანი: ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მათ აბსურდული უწოდა.

კახიანის თქმით, მოლოდინის მიუხედავად, გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები არ დაუგმია.

„მან ისაუბრა იმაზე, თუ რას ემიჯნებოდა. მოლოდინი იყო, რომ იტყოდა: ვემიჯნები სისტემურ დარღვევებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი ემიჯნება იმას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ეს თქვა ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია, თავისი ქონების 80% ქვეყანას მოახმარა და 3.5 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება აქვს გაწეული. გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში ივანიშვილი პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა — თურმე გვარამია ამ სიკეთეებს ემიჯნება“, — განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის “არგაღიზიანების პოლიტიკა” კონსტიტუციური ვალდებულება გახდება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ოპოზიციის აკრძალვაზე: თუ ეს არის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის განსაცდელში ჩაგდებას ცდილობს, ეს ერთადერთი გზაა