გიორგი კაკაურიძე : წელს შემოსავალი დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 15:47

გიორგი კაკაურიძე :  წელს შემოსავალი დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა.

ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის კითხვაის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ეკონომიკური ვარდნა ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაზე.

“წლევანდელ წელს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური შემცირება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს. მე ვგულისხმობ უფრო მეტად ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. აქ ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს.

დღეს არსებული მონაცემებით, რაც ოფიციალურად წარმოადგინეს კომპანიებმა და იმის მიხედვით, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც წელს შემოსავლი დაკარგა”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პარტიის წარმომადგენლების კითხვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პასუხობს.

დღესვე, პროექტის განხილვა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზეც უნდა გამართულიყო, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას არ აპირებენ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 15:47