8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

გიორგი კაკაურიძე: თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, უფასო კვება კი არა, საერთოდ კვება ვერ იქნება სკოლებში

საჯარო სკოლებში უფასო კვების დასანერგად პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა აუცილებელი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივის ხელმეორედ დახარვეზების საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, უსაფრთხო კვების უზრუნველსაყოფად სკოლებში შესაბამისი სივრცეები უნდა არსებობდეს, დანგრეულ შენობაში კი სამზარეულოს მოწყობა შეუძლებელია.

„400 მილიონი ლარია გათვალისწინებული მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურაზე. თუ კომპანიების მხრიდან იქნება მეტი თანხის ათვისების შესაძლებლობა, აბსოლუტურ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაფინანსება გამოიყოს. ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას წლები სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ამიტომ ჯერ სკოლა უნდა იყოს მოწესრიგებული“, — აღნიშნა კაკაურიძემ.

კითხვაზე, ფორმების შესყიდვის ნაცვლად, ხომ არ სჯობდა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ფორმების შეძენას მხოლოდ შესყიდვა სჭირდება, მშენებლობას კი — დრო.

ცნობისთვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი, პარლამენტმა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა.

banner
წინა სტატიაშისექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე  მეწარმემ გაიარა
შემდეგი სტატია262 გრამზე მეტი “ალფა-პვპ”: სასამართლომ ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა