გიორგი კაკაურიძე – სამწუხაროდ, კურსის გაუარესებამ ვალის მთლიან მოცულობაზე იმოქმედა

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს” სხდომაზე განიხილავენ. დოკუმენტის დეტალებს ოპოზიციონერ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რატომ გაუარესდა საქართველოს პოზიციები გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში და უკავშირდება თუ არა ეს ქვეყნის ვალის გაზრდას.

„სამწუხაროდ, კურსის გაუარესებამ იმოქმედა ვალის მთლიან მოცულობაზე და კურსის გაუფასურების შედეგი იყო ის, რომ 45 პროცენტამდე აიწია ვალის მოცულობამ (მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში). კურსის გაუფასურების ხარჯზე ვალი რომ იზრდება, რა თქმა უნდა, კარგი არ არის”, – აღნიშნა კითხვის საპასუხოდ კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიაუნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას