გიორგი კაკაურიძე – „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია თანხას არ იხდის და ამ მიზეზით ვერ იღებს აქციზურ მარკებს

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია თანხას არ იხდის და შესაბამისად აქციზურ მარკებს ვერ იღებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია აქციზურ მარკებს ვერ იღებს და ამის გამო წარმოება შეჩერებულია.

გიორგი კაკაურიძის თქმით, როგორც კი კომპანია შესაბამისი რაოდენობის თანხას გადაიხდის, თამბაქოს წარმოებისთვის საჭირო თანხას მიიღებს.

„კონკრეტული ხელშეკრულებების დეტალებში ვერ შევალ, არ მაქვს სრული ინფორმაცია, თუმცა „ომგასთან“ დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ ვთქვა, გადაიხადოს რაც არის გადასახდელი, თუნდაც მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისი რაოდენობის აქციზურ მარკებს მიიღებენ. თანხას არ იხდის კომპანია და შესაბამისად ვერ იღებს მარკებს. გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს, როგორც ეს მოხდა ოქტომბერში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ. ​

banner
წინა სტატიაშიდასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას
შემდეგი სტატიაიქნება თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჯერ არ არის გარკვეული