გიორგი ისაკაძე: 3 “შალვა შავგულიძე” მაინც უნდა ინატრო,თუ გსურს ქვეყანა გავიდეს ფონს

გაიღიმეთ, ბატონებო თქვენ წინ მთავარი საუბარი გელით ჯერ კიდევ საკუთარ თანამშრომლებთან"– “ოცნება”არჩევნებზე ფონს გადის სახელმწიფო სტრუქტურებში(სიპი&აიპი) დასაქმებულებით+სააკაშვილის ფაქტორით.ამის(ფაქტორების)გამოკლებით მმართველი პარტიის ავტორიტეტი და რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.
– სააკაშვილი რჩება “ქართული ოცნება” გულმხურვალე დონორად და ფაქტორად,რომლის რიტორიკა ვერ\არ დაიცალა აგრესიისგან.ეს მას ადისტანცირებს ამომრჩევლისგან და მინიმუმამდე დაჰყავს მიმართება,რომ მოიბრუნოს მხარდამჭერები.
– სანდრა ელისაბედ რულოვსის კანდიდატურის წარდგენა ზუგდიდში (პრაიმერიზის გარეშეც)ფატალური პოლიტიკური გათვლა-სიჯიუტეა.ამომრჩეველმაც ხმა მისცა ადგილობრივს,რომლის პირადი ავტორიტეტი პოზიტივშია და ეს მე უფრო დამეჯერება,რადგან ყველასგან განსხვავებით ზუგდიდში(ეპარქიაში)წელიწადში 4-5ჯერ მაინც მიწევს ჩასვლა და იქაურობა ჩემი ოჯახობის ნაწილია.
– შუალედური არჩევნების მთავარი პოზიტივი მთაწმინდაზეა.შთამბეჭდავია შალვა შავგულიძეს და ლევან იოსელიანის შედეგები.მთაწმინდა “შუაშისტები”-ს საარჩევნო უბნად ჩამოყალიბდება და წინ საინტერესო პოლიტიკური სპარინგია.ეს “ევროპული საქართველო”-ს და დანარჩენი პარტიების სწორი პერსონიფიცირებული და წინასაარჩევნო გათვლის შედეგია,სადაც შავგულიძეს დონორად “ქართული ოცნება” და პარტიის ხელმძღვანელობა მოევლინა,სრულიად უტიფარი ოპონირებით.
P.S. მომავალ 100 კაციან პარლამენტში(ოცნებას კაცი არ მოუკლავს) 3 “შალვა შავგულიძე” მაინც უნდა ინატრო,თუ გსურს ქვეყანა გავიდეს ფონს-წერს გიორგი ისაკაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: “ოცნება” დიდი ალბათობით მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას