15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

გიორგი გველესიანი: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტების დაწერისას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე წნეხი იყო

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „Geo Team“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებისას ნაკრების მოთამაშეებზე სხვადასხვა ძალის მხრიდან წნეხი ხორციელდებოდა.

ფეხბურთელის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პროცესის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ შედეგებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვა, აღნიშნული ჯგუფების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად, სხვადასხვა ფობიას – არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია, ბუნებრივია, ეს ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ, იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“, – განაცხადა გველესიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
შემდეგი სტატიარა გახდა ბაღის აღსაზრდელების მოწამვლის მიზეზი – NCDC-ის კვლევის პირველადი შედეგები