გიორგი გუგავა: კომპანია “დირსმა” მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა მოატყუა და გადააგდო

gugavaმილიარდიანმა კომპანია “დირსმა” რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ეწევა ორთაჭალაში მოატყუა და გადააგდო მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიაანთი მოვალეობა.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, კომპანიამ მუშებს არ გადაუხადა კუთვნილი ხელფასები, საერთო დავალიანების რაოდენობა კი შეადგენს 600 ათას ლარს.
“ხელისუფლება კორუფციულ გარიგებაშია კომპანიასთან და ასევე, არასრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ მშრომელებს და ითვალსიწინებენ მათ უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას, ამიტომ დღემდე არანაირ რეაგირებას არ ახდენენ ამ უკანონობაზე.”
ლეიბორსიტული პარტია მიმართავს კომპანიის ხელმძღვანელობას და მათთან გარიგებულ ხელისუფლების კორუმირებულ წარმომადგენლებს, თუ ერთი კვირის ვადაში არ მოხდება ამ სახელფასო დავალიანებების გაცემა მუშებზე, იგეგმება პერმანენტული აქციების გამართვა და მუშების მხრიდან შიმშილობის გამოცხადება კომპანია დირსთან, იქამდე ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ბარათაშვილი: ვითხოვდით დაკარგულ შემოსავლებს, სარეკლამოს, მაგრამ ეს შემოსავლები გაქრა
შემდეგი სტატიასავჩენკომ დონბასში ომის დასრულების ვადა დაასახელა