გიორგი გუგავა – ქართველი ხალხი, ოპოზიცია, ერთიანი ბრძოლით მიზანს აუცილებლად მიაღწევს

„ეს არის სიცრუე, სიყალბე, რომელსაც ისინი ავრცელებენ. ათასობით საჩივარი, რომელიც შევიდა კომისიებში, ითვალისწინებდა სწორედ შედეგების გადათვლას. მათ შორის სამაგიდო ჟურნალების, რომელსაც ხელს აწერდნენ ამომრჩევლები, არც ერთი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა“, – განაცხადა გუგავამ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, გუგავა ამბობს, რომ მას მიმდინარე პროცესების შესახებ სრულად მიეწოდება ინფორმაცია.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შეხვედრა შედგება თუ არა, ბატონი პომპეო სრულად იქნება ინფორმირებული იმ უბედურებებზე, რასაც ქვეყანაში ოლიგარქი ატრიალებს. ეს მოლაპარაკებები შეუძლია, ჩიხში შეიყვანოს ხეისუფლებამ, ოღონდ ამით თავად გაითხრის სათავეს, რადგანაც ქართველი ხალხი, ოპოზიცია, ერთიანი, შეუდრეკი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევს მიზანს, ეს გახლავთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების გაუქმება. ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარეს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

აღნიშნული განცხადება გიორგი გუგავამ გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვვეყნებულ შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ.

banner
წინა სტატიაში“გამოსავალი შეიძლება, იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში”
შემდეგი სტატიაოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია