გიორგი გუგავა: ეს კომისია საკონსტიტუციო გადატრიალებას ახორციელებს

საკონსტიტუციო კომისიის ინიციატივები მიუღებელია ლეიბორისტული პარტიისთვის. გიორგი გუგავას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა ლეიბორისტების მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინება, არ არის გამორიცხული პარტიის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.

„სამწუხაროდ, ეს კომისია საკონსტიტუციო გადატრიალებას ახორციელებს, ართმევს ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას, მას ტოვებს ცერემონმაისტერად, ასევე აკანონებს არჩევნების გაყალბებას. ეს კონსტიტუცია იქნება ივანიშვილის შპს-ს წესდება. თუ სსეთი ფორმით გააგრძელებს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას და არ გაითვალისწინებს წინადადებებს, გააგრძელებს იმ დებულებების გატანას, რომელიც არ იწერება აქ, არამედ დაწერილია შუშის სასახლეში, ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხსაც, რომ დავტოვოთ ეს კომისია,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ ​სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სტრასბურგის სასამართლოს ანალოგის შექმნაზე მსჯელობს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა კიდევ ერთი კოლეგია დაემატოს, ცვლილება საკონსტიტუციო მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასაც გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიამოუცნობმა ვეტმფრენმა იემენთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაძირა
შემდეგი სტატიატრამპს ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნების ფონდების დაფინანსება არ სურს