გიორგი გუგავა: არჩევნების შემდეგ, ჩვენ დავასრულებთ საბანკო ყაჩაღობას

”ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განმარტებით, ”მთავარმა მაფიოზა ბანკირმა და ოლიგარქმა ივანიშვილმა სრული კარბლანში მისცა ბანკებს, მოეხდინათ მოსახლეობის ქონების მასობრივი ოკუპაცია, რამაც ბოლო პერიოდში კატასტროფული მაშტატები მიიღო”.

“ბოლო მონაცემებით, ოცი ათასით გაიზარდა ბანკის მოვალეთა რაოდენობა და უკვე ორასი ათასამდე ოჯახია შავი სიაში შეყვანილი. უახლოეს ხანში კი, ამ ადამიანებს ერთადერთი საცხოვრისიდან გამოსახლება და ქუჩაში დატოვება ემუქრებათ. სამაგიეროდ, ბანკების ქონება გაიზარდა, მათ შორის, ივანიშვილის “ქართუ ბანკის”, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, ახლახან მილიარდიანი კაპიტალიზაციის მესაკუთრე გახდა.
არჩევნების შემდეგ, ჩვენ დავასრულებთ საბანკო ყაჩაღობას, მივიღებთ სპეციალურ კანონს, რომლითაც გამოვაცხადებთ მორატორიუმს ოჯახების გამოსახლებაზე და ავკრძალავთ მათთვის ერთადერთი საცხოვრისის ჩამორთმევას, როგორც ეს მიღებულია ცივილურ ევროპულ ქვეყნებში”- განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო პარტიების ნატო-ს სამიტისადმი ერთობლივ მიმართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
შემდეგი სტატიასუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის დირექტორი დააკავა