“თუ თამარ ჟვანია შეეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას, შემოდგომაზე დამკვეთ ივანიშვილთან ერთად მოუწევს ციხის საკანში გადანაცვლება”

დღეს, ლეიბორისტუილი პარტიის ორგანიზებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაიმართა გამაფრთხილებელი აქცია. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ივანიშვილის მიერ მოქრთამულმა ცსკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით ნახევარი მილიონი მიითვისა. ასევე, ხალხის ფულით დაისვენა იამაიკასა და სეიშელის ფეშენებელურ კურორტებზე, სანაცვლოდ, კი ოქტომბერში აპირებს არჩევნების შედეგების გაყალბებას.
“დღეს საგურამოში, ილიას ნაფუძარზე შეკრებილ კოლექტიურ ბერბიჭაშვილებს თამარ ჟვანიას იმედი აქვთ, რომელმაც გაყალბების გზით მათ ხელისუფლება უნდა შეუნარჩუნოს.
ვაფრთხილებთ კორუმპირებულ კომისიის თავმჯდომარეს – ცესკო-ს შენობიდან კარგად ჩანს გლდანის ციხის ქონგურები და თუ თამარ ჟვანია შეეცდება თავის დამქაშებთან ერთად არჩევნების შედეგების გაყალბებას, შემოდგომაზე კეთილმოწყობილი კაბინეტიდან თავის დამკვეთ ივანიშვილთან ერთად მოუწევს ციხის საკანში გადანაცვლება”.- განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: საქართველოს ნარკოკანონმდებლობა მალე ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება
შემდეგი სტატიაჯორჯ ბუშმა დალასში პოლიციელის დასაფლავებაზე იცეკვა (ვიდეო)