გიორგი გრიგოლია: მდგომარეობა ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ექიმ გიორგი გრიგოლიას თქმით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.

მისივე თქმით, მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე დღეში დამძიმდეს. გრიგოლიამ აღნიშნა, რომ საბოლოო, ერთობლივ დასკვნას ექსპერტები ხვალ გამოაქვეყნებენ.

ჩვენ ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ყველა თავის საქმეს ასრულებდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, იმიტომ, რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც უკვე საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის არის შექმნილი 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, არის აღჭურვილი. სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ საავადმყოფოს არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნაზე ჩვენ შევჯერდებით, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი-ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. გრიგოლია სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ექიმების ექსპერტთა ჯგუფის წევრია.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიამ და ექსპერტთა ჯგუფმა გლდანის ციხე დატოვეს
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი: “თუ ციხეს გამართული ლაბორატორია აქვს, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ნიმუშების ტრანსპორტირება სხვაგან რატომ ხდება”