გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ არჩევნებში ხუთი ათასი ხმით გაიმარჯვა

ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ არჩევნებში ხუთი ათასი ხმით გაიმარჯვა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, მათ უკვე აქვთ უბნებიდან მათი წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მან არჩევნები მოიგო. კანდიდატი ოფისში მილოცვებს იღებს. მისმა მხარდამჭერებმა ეს ინფორმაცია ფოიერვერკებით აღნიშნეს.

„ჩვენი კომისიის წევრებისგან შემოსული ხმების თანახმად, 5 000 ხმით მოვიგეთ ზესტაფონში არჩევნები. ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის, ასეთი თანადგომისთვის, როგორც დღეს, ასევე წინასაარჩევნო შეხვედრებისას. თითოეული შეხვედრიდან მოდიოდა მუხტი, რომ 19 მაისს დადგებოდა ეს შედეგი. ხვალიდანვე ყველა ის პროექტი, რომელზეც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ვსაუბრობდი, გაკეთდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

ვარ ამ მუნიციპალიტეტის მერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა. ხვალიდანვე შეგიძლიათ, შევხვდეთ, დავისახოთ ის გეგმები, რაზეც ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით. უდიდესი მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დროულად აღკვეთეს ყველა ის პროვოკაცია, რომელსაც ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

banner
წინა სტატიაშინახირი რომ მოყავდათ დილის ხუთ საათზე, მთელი საქართველო რომ გადმოწერეს, ეს რა იყო
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია – ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია, მოვეშვათ, ეყოთ ვაჟკაცობა, მოგვილოცონ გამარჯვება