გიორგი გიუნაშვილის ახლობლები ე.წ. უშიშროების კომიტეტის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ახლობლები ე.წ. უშიშროების კომიტეტის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

მათი განცხადებით, გიუნაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში საკუთარი სახლის სიახლოვეს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით და იგი არანაირ დივერსიულ ქმედებას არ გეგმავდა.

მათივე განცხადებით, გუინაშვილი არც ერთ ძალოვან სტრუქტურაში არ მსახურობდა.

გიუნაშვილი ოსმა ძალოვნებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიუნაშვილი ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა
შემდეგი სტატიანაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნეს