გიორგი გიორგანაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში, გადაიდო

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დღეს ჩანიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. მიზეზი ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. სხდომის მდივანმა განმარტა, რომ ადვოკატი გიორგი მახარაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ მსჯავრდებულს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ სხდომაზე მისი ინტერესების დამცველები არ გამოცხადდებიან, მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
მოსამართლემ პროცესი 29 მაისს, 13:30 საათზე ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია” – ჯანელიძე
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მიიღოს