გიორგი გიორგანაშვილი – ჩემი ბრალდება აბსურდულია – მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას

ჩემი ბრალდება აბსურდულია, მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

გიორგი გიორგანაშვილმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედია.

„ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. ნასამართლევი არასდროს ვყოფილვარ და ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა და ვგრძნობდი სოციალურ პასუხისმგებლობას. „ჩადებების“ პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ „ჩადებები“ არ ამართლებს. მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევე „ბირჟა მაფიას“ საქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები ვინც „ჩადებებში“ მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები. ასევე ძიებაა დაწყებული ჩემ საქმეზე. ეს ბევრ რამეს მიუთითებს და მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამსონ ქუთათელაძეს პირადად ჩემთან არაერთხელ უსაუბრია, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის 8 საბავშვო ბაღი 80 000 ლარით დაფინანსთა