გიორგი ღოღობერიძე პრეპარატ „მოლნუპირავირზე”

ამ ეტაპზე კვლევა ცხოველებზე ჩატარდა, „მოლნუპირავირმა“ ცხოველების შემთხვევაში აჩვენა, რომ 24 საათში ვირუსს აღარ შეეძლო გამრავლება, ანუ თუ ცხოველი დაინფიცირდებოდა, ის სხვა ცხოველებს ვეღარ დააავადებდა. ამ მედიკამენტს აქვს დამაიმედებელი ის ეფექტი, რომ ის შეიძლება იყოს როგორც საპრევენციო, ასევე სამკურნალო, – ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ეს პრეპარატი წარმატებით გაივლის კვლევის მესამე ფაზას, შეიძლება მან პანდემიას ბოლო მოუღოს.

„ანუ, თუ ადამიანი მას დალევს ამით შეიძლება მიღებიდან 24 საათში ის აღარ გახდეს გამავრცელებელი. ეს მხოლოდ მოლოდინია, ჯერჯერობით ამ მედიკამენტის კვლევის ყველა ფაზა არ გაუვლია, უნდა დაველოდოთ მესამე ფაზას და ამის მერე ვიმსჯელებთ, ეს ის მედიკამენტია, თუ ესეც „რემდესივირის“ მსგავსია“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

მან კორონავირუსის ახალ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი არ უნდა გვეშინოდეს.

„ვირუსის მუტაციები ყოველთვის ხდება, ახლა ჩვენ გვაქვს ბრიტანული ვარიანტი, ვირუსის ბევრნაირი მუტანტური ვარიანტი იქნება, ჩვენ ამის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მუტაცია სიახლე არ არისა, ის სულ ხდება.

ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ მუტაციის შემდეგ ინფექცია მძიმე იყოს. მუტაციის შემთხვევაში ვირუსი ისე ზიანდება, რომ თვითონვე ინაქტივირდება და არა უფრო მძიმე ფორმების გამომწვევი ხდება. ახალი შტამი იმით განსხვავდება წინა ვარიანტებისგან, რომ უფრო მეტად მრავლდება და უფრო მეტი რაოდენობით გროვდება ცხვირ-ხახაში, ადამიანი ამ ვირუსს უფრო მეტად გამოყოფს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიარანაირი ნდობა, რომ საარჩევნო ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს – ნადირაშვილი კობახიძის შეთავაზებაზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი:”რამდენჯერ უნდა მიიჩნიოს მოსახლეობა ბრიყვად და სულელად?”