გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოც განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.

გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებთან სხდომის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა.

„რა მოხდა საბჭოზე არ მაქვს პასუხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება – ხოლმე,“- განაცხადა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდამენია – ნაცვლად იმის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში ეხმარება
შემდეგი სტატიააპლიკაცია Georgia e-health გამოიყენება ევროკავშირსა და კიდევ 25 ქვეყანაში, ასევე ძალაშია „კოვიდ-19“-ის დაბეჭდილი ბარათი, CovidPass Georgia კი, გამოიყენება მხოლოდ საქართველოში