გიორგი ღიბრაძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

„ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის დაწესებული საკარანტინო ვადა ეტაპობრივად, თავდაპირველი 14 დღიდან, 8 დღემდე, ხოლო 2021 წლის 11 თებერვალს – 5 დღემდე შემცირდა“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღიბრაძე – პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე – სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა