გიორგი გამსახურდია ზურაბიშვილს: ეგეთი „მშვიდობიანი” მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში – ვერ გაგივათ ძალისმიერი სცენარი, საკმარისად ვართ ის ადამიანები, ვინც კონსტიტუციური წყობილების სადარაჯოზე ვდგავართ

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არარაობა ქალი, რამდენიმე დღე კიდევ ითვლება პრეზიდენტად. ეს ამორალიზმის და ანტისახელწიფოებრიობის ქრესტომათიული მაგალითი, პოლიციელებზე განხორციელებულ უპრეცედენტო ძალადობას ვერ ხედავს და ფოკუსირდება, ეგზალტირებული მასების დასაშოშმინებლად გამოყენებულ პროპორციულ ძალაზე. ამას და ამის პატრონებს, ყველა ვიდეო და ფაქტი უნდა ააფარო ცხვირწინ და სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს სახელმწიფომ ამ ცილისწამებას აუცილებლად.

ეგეთი „მშვიდობიანი” მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში, რომლებსაც შენ და შენი ქმარი (შენი შვილის ნათლია), ხოტბას ასხამდით შემდგომ. ვერ გაგივათ ძალისმიერი სცენარი, საკმარისად ვართ ის ადამიანები, ვინც კონსტიტუციური წყობილების სადარაჯოზე ვიდექით და ვდგავართ“, – წერს გიორგი გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავას დედა, პედაგოგი ვარო კვარცხელია: სამსახური დროებითია,ღირსება –მარადიული,აქაც,ამ ცხოვრებაშიც ,რომ გაძლიერებს და იქაც,ზეციურ სამყოფელშიც, რომ მიგყვებათ!
შემდეგი სტატიადაკავებული და სასტიკად ნაცემია რეზიდენტი- ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბაგრატიონი