გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მესამე პრეზიდენტს და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

გიორგი გამსახურდია სააკაშვილის ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “აქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია ზვიად გამსახურდიასთან”.

“ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა,” – წერს გიორგი გამსახურდია ტვიტერზე.

სააკაშვილი: ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ივანიშვილს არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკეტილი ჰყავდეს ციხეში
შემდეგი სტატიააქციაზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვას წაიკითხავენ