გიორგი გამსახურდია მურთაზ ზოდელავას: მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2020 13:32

გიორგი გამსახურდია მურთაზ ზოდელავას: მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს მურთაზ ზოდელავას, განცხადებას ეხმაურება, სადაც ზოდელავა შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას პარალელს ცოტნე გამსახურდიას თავდასხმის საქმეზე ავლებს და აცხადებს, რომ გამსახურდიაზე თავდასხმა ხელისუფლების ,,გაბლატავებულმა“ ხალხმა ჩაიდინა.

,,მურთაზ, 0238 იყო ბოლოში თუ 2222 რომელ ნომერზე დაგირეკე აღარ მახსოვს,ბათუმში ვიყავი (ანძების ამოღება შეიძლება). ცოტნეზე იქნებ რამე ქნათ, ხომ იცი იქ, ტყუილად ზისთქო. მიპასუხე: რაც კანონით ეკუთვნის, ის აქვს და შეღავათი არ ექნებაო. მაგ თემაზე,შენ მაინც გაჩუმდი” – წერს ტვიტერში გიორგი გამსახურდია და ამით ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, წინა ხელისუფლების დროს ცოტნე გამსახურდიას დაკავებას ახსენებს და მათ შორის გამართულ დიალოგს ასაჯაროებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე, ორი ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ორ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. ამჟამად საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2020 13:32