გიორგი გამსახურდია : მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი

მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი ამ ინფორმაციების გამავრცელებელთა მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

გიორგი გამახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

“მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი ამ ინფორმაციების გამავრცელებელთა მხრიდან. ზვიადის სახელს ახსენებს გვარამია და პუტჩისტთა მეზარბაზნე დევი უმშვენებს სტუდიაში გვერდს.სრული მხარდაჭერა მამაჩემის თანამებრძოლებს, – წერს გიორგი გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა : ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია – 11 370
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : თუ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ