დღეს დიდი კაცის, დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა. რომ არა ლეხის ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე წარმოდგენილია, – წერს გიორგი გამსახურდია.
„ჩემთანაც და ჩემ ძმასთან (კოკოსთან) საუბარში, აღნიშნულიც აქვს ცხონებულს, რომ მე საქართველოს მეგობარი ვარ და არა სააკაშვილისო. უფრო მეტიც, შეშლილად იხსენიებდა სააკაშვილს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ სმოლენსკის ტრაგედია შემთხვევითი იყო და არა რუსული სპეცოპერაცია პოლონეთის წინააღმდეგ. ~
ლეხთან და მარიასთან ერთად, დაიღუპნენ საუკეთესო პოლონელები, სხვადასხვა შეხედულებების, მაგრამ თავიანთი ქვეყნის პატრიოტი ხალხი. ხსოვნა იყოს ლეხის და მარია კაჩინსკების, ასევე ყველა ბორტზე დაღუპულის. ქრისტე ღმერთმა ჩაიხუტოს მათი წამებული სულები“, – წერს გიორგი გამსახურდია.
















