გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის “დეპუტატი” დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიტყუილი და ჰომოფობიური ლექსიკა – აჭარის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მოიტყუა
შემდეგი სტატია“გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!”- მამუკა ხაზარაძე