გიორგი გახარია:„თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“

გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია და საქართველოს ქალაქებში მერობის კანდიდატები წარადგინა. თბილისის მერობის საარჩევნო ბრძოლაში გიორგი გახარია თავად ჩაერთო.

„ბევრი ჩვენგანი წლების წინ გავერთიანდით „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ეს არ იყო ორგანიზაცია ქართული ოცნება – ეს იყო ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ეს იყო ოცნება უკეთეს წარმატებულ საქართველოზე, ეს იყო ოცნება სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოზე! სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს უკვე დაავიწყდათ ეს იდეალები და ეს ფასეულობები. ეს ხალხი დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი, სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში. ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ორგანიზაცია ქართული ოცნება, თავისი უსუსურობით შეუწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

„ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა, ამ ორი ძალის მარტო დატოვება. უფრო მეტსაც გეტყვით – თითოეული ჩვენგანისთვის ეს იმ ფასეულობების, იმ იდეალების, უკეთეს საქართველოზე ოცნების ღალატი იქნება, თუ ჩვენ ამ ორ ძალას ერთმანეთის პირისპირ მარტო დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან! ფაქტობრივად, გამოვა, რომ ჩვენ არჩევანს შევუზღუდავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს! ამიტომ, მაშინ როდესაც ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და მათ შორის თითქმის უკვე წაშლილია ზღვარი, ჩვენ ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას და ვამბობთ, რომ: თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები დროულად დავძლიოთ
შემდეგი სტატიააშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა მისი აგრესიისთვის პასუხი აგოს – ბაიდენი/ზელენსკის შეხვედრა