გიორგი გახარიასთან შეხვედრას ხორვატიის პრემიერი “ტვიტერში” ეხმაურება

აქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრას ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“საქართველოს პრემიერს ვესაუბრე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ხორვატიას შორის, ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის უმაღლესი დონის შეხვედრის მიზნებზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება”, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიხვალ, სტრასბურგში, „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ თემაზე შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს