გიორგი გახარიას რეიტინგის მატებამ, პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდაც გამოიწვია

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებაზე ალაპარაკდა. მას შემდეგ, რაც კვლევებმა დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას რეიტინგის მატებამ, პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდაც გამოიწვია, ოპოზიციაში გაჩნდა ახალი თემა, რა ხერხებით შეწინააღმდეგებოდნენ ამ ფაქტს.

მათი თქმით, გიორგი გახარიას რეიტინგის მატებამ ქართულ ოცნებას და თავად გიორგი გახარიას რეალობის აღქმა დააკარგვინა.

წყაროს თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეკრებაზე გადაწყდა, რომ მთლიანად ქართული ოცნების გუნდის და გიორგი გახარიას წინააღმდეგ აეგორებინათ კამპანია, რომ თითქოს გუნდში დაპირისპირებაა, რის გამოც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის გაშვებას და სუს-ის ამჟამინდელი უფროსით გრიგოლ ლილუაშვილით ჩანაცვლებას აპირებს.

წყარო ამავე დროს გვიყვება, რომ არჩევნებამდე ქართული ოცნების გუნდის დატოვება რეალურად არაერთ პოლიტიკოს მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს