გახარიას პარტია ხვალ, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე არ მივა – განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი აკეთებს.
მისი თქმით, ისინი არ იქნებიან არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“:
„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“ – თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ.

















