გიორგი გახარიას მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – TBC ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

,,არ ყოფილა ზეწოლა, არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას.’’- ასე უპასუხა თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ეგუტიამ ჟურნალისტების შეკითხვას, განხორციელდა თუ არა თიბისი ბანკზე რაიმე სახის ზეწოლა.

ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ტრანზაქციის შესახებ ისაუბრა. ,,არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. ეს არის ცრუ ინფორმაცია – ტრანზაქციაზე დაცულია კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ყოველგვარი ნორმა. – არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია – ბანკში მსგავსი ტრანზაქციები ხორციელდება ყოველდღიურად. ‘’ – განაცხადა ეკა ეგუტიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სიცრუეა თითქოს ტრანზაქცია არასამუშაო საათებში მოხდა ტრანზაქცია. ,,თიბისი ბანკის მსხვილი ფილიალები მუშაობენ ყოველდღე 8 საათამდე. შესაბამისად ამ პერიოდში შესაძლებელია თანხის ტრანზაქცია, მათ შორის, განაღდების ტრანზაქცია ექვემდებარება ჩვეულებრივად მომსახურებას.’’

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტრანზაქციის დეტალებს ვერ გაამჟღავნებს საბანკო საიდუმლოების გამო, მაგრამ არავითარ ოფშორულ კომპანიაზე არ არის საუბარი. ,,ეს კომპანია არის ქართული შპს. – რომელიც სათანადოდაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში, სათანადოდ აქვს გახსნილი ანგარიშები ყოველგვარი ნორმის დაცვით. არც ვახტანგ ბუცხრიკიძე არც მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ ტრანზაქციაზე საერთოდ ინფორმირებული არ ყოფილა- ესეთი ტრანზაქციები ბანკში ყოველდღიურად ხორციელდება და მასში ჩარეული არაა არც გენერალური დირექტორი, არც სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე. ‘’ – ამბობს ეგუტია.

banner
წინა სტატიაშიუ ამდენი დანაშაული ჩაიდინეს, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ნუ გვეშინია, ეს აისახოს პარლამენტის რეზოლუციაში
შემდეგი სტატიასენაკში ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა