გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

„საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, 2019 წლის 20 -21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს“,- განაცხადა გვარაკიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის  მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაEU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს