გიორგი გახარიას კიდევ ერთ მოადგილედ ლევან კაკავა დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კიდევ ერთ მოადგილედ ლევან კაკავა დაინიშნა.

შესაბამისი ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი იყო.

ლევან კაკავა 1979 წელს დაიბადა. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალში, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

გიორგი გახარიამ მოადგილეებად კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე და მერაბ მალანია უკვე დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა